logo
ENG



პუტინის თქმით, "სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში" მონაწილე რუსები ქვეყნის დამცველები არიან

02 დეკ 202219:06
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/02/ue3zcxwd2t4b0fz.jpg

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ მონაწილე რუსები ნამდვილი კაცები არიან.

"ხელისუფლებამ ყოვლისმომცველი მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს "სპეციალური სამხედრო ოპერაცის" დროს მძიმედ დაშავებულ ჯარისკაცებსა და ოფიცრებს. ისინი ყველა დონეზე უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ. მათი გამოჯანმრთელებისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

ეს ადამიანები ნამდვილი კაცები არიან. ისინი ჩვენი ქვეყნის დამცველები და ჩვენი გმირები არიან. მათ ღირსეულად შეასრულეს თავიანთი სამხედრო მოვალეობა. ახლა ჩვენი ამოცანაა მათ წინაშე შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა", - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება "რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად" მოიხსენია.  31 ოქტომბერს კი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მობილიზაცია დასრულდა.


close დახურვა